წმინდა
გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის პედაგოგის ფიქრია კვაბზირიძის
სასწავლო პროექტის გეგმა
პროექტის თემა: „სოკოს
ქვეშ“
მნიშვნელობა და აქტუალობა: მოსწავლეებში დახმარებისა
და მეგობრობის გრძნობის გაღვივება.
მიზანი და შედეგი: მოსწავლეები სათანადო
ინტონაციით გადმოსცემენ მცირე ზომის ნაცნობ ტექსტს, თოჯინების დახმარებით მოგვითხრობენ
საინტერესო ამბავს სხვადასხვა პერსონაჟების მონაწილეობით, დაფიქრდებიან მეგობრობისა
და ურთიერთდახმარების მნიშვნელობაზე.
- · განარჩევს ტექსტში ავტორისა და პერსონაჟების სიტყვებს;
- · განარჩევს დიალოგსა და თხრობას.
- · თავისუფლად კითხულობს მცირე ზომის ნაცნობ ტექსტს;
- · წინადადების დასრულებას გამოხატავს
შესაბამისი ინტონაციით.
რესურსი: მაგნიტოფონი, მუს.
დისკი, ხელნაკეთი თოჯინები, დეკორაცია თოჯინების
თეატრისთვის.
სამიზნე ჯგუფი: მე-2 კლასი
დრო: 7 დღე (10-18 აპრილი)
პროექტის ავტორი: ფიქრია კვაბზირიძე
პროექტის
მსვლელობა:
I ეტაპი:
(დღე 1-ლი, 10.04) იაპონური ზღაპრის „სოკოს
ქვეშ“ გაცნობა, განხილვა, დასწავლა.
II ეტაპი: (დღე მე-2, 11.04) ნაწარმოების
მიხედვით როლების განაწილება, ვარჯიში როლურ კითხვაში.
III ეტაპი:
(დღე
მე-3, 12.04) მასწავლებლის დახმარებით საჭირო დეკორაციის, აპლიკაციების, აფიშის,
მოსაწვევების დამზადება.
IV ეტაპი: (დღე მე-4, 15.04) მუსიკალური
ნომრების შერჩევა-დამუშავება.
V ეტაპი: (დღე მე-5, 16.04) აფიშის
გაკვრა, მოსაწვევების დარიგება.
VI ეტაპი: (დღე მე-6, 17.04)
„სცენის“ მომზადება, რეპეტიცია.
VII ეტაპი:
(დღე
მე-7, 18.04) ჩატარებული მუშაობისა და თოჯინების თეატრის სპექტაკლის წარდგენა.
Комментариев нет:
Отправить комментарий