пятница, 19 апреля 2019 г.

გაკვეთილის გეგმა „თოჯინა“


გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი, გვარი: ფიქრია კვაბზირიძე
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი, II კლასი
მოსწავლეთა  რაოდენობა: 15 (სსსმ მოსწავლე კლასში არ არის)
გაკვეთილის თემა:თოჯინა
                       გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაიაქტიურებენ წინარე ცოდნას,
                                                   წაიკითხავენ და გაანალიზებენ ტექსტს,
                                                   გადაიწერენ  იმსჯელებენ სახეების შესახებ,
                                                   თეორიულ მასალაზე დაყრდნობით შექმნიან პრაქტიკულ ნამუშევრებს.

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/ მეთოდები

კლასის ორგანიზების ფორმა/ ფორმები
სასწავლო და ტექნიკური რესურსები
დრო (წთ)
1
ლოცვა,
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება: დღის მორიგე;
გაკვეთილის მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა;
ვერბალური
მთელ კლასთან მუშაობა
წინასწარ ფორმატის ქაღალდზე მოცემული გაკვეთილის მიზანი და შეფასების კრიტერიუმები, (ინდივიდუალური და ჯგუფური), საკლასო ჟურნალი, საწერკალამი.
3წთ.
2
საშინაო დავალების გამოკითხვა: ჯგუფიდან გამოდის თითო-თითო მოსწავლე, დაფაზე წინასწარ წერია შესასრულებელი დავალება, მოსწავლეები ავსებენ ცარიელ ადგილებს.
(სახ.გვ.45. სავ.3.)
სიტყვებს „შეკითხვა“ და „პასუხი“ შეუსაბამებენ სიტყვებს: „დაუსვა“, „გასცა“. (სავ.2)
ჯგუფის მუშაობის განმავითარებელი შეფასება
ჯგუფებში მუშაობა
დაფა, ცარცი, დაფასა და ფორმატის ქაღალდზე მოცემული დავალება.
3წთ
3
1-ლი ფაზა:
გამოწვევა:
-როგორი ბიჭია პატარა გურამი?
-დიდი გურამი?
-რა არიან ისინი ერთმანეთის?
-რატომ?
-თქვენ გიყვართ თამაში?
-გაქვთ საყვარელი სათამაშო?
-რა არის ის?
ასოციაციური რუკა
მთელ კლასთან მუშაობა
2წთ
4
სავარჯიშო: დააჯგუფეთ საგნები
ჯგუფის მუშაობის განმავითარებელი შეფასება
ჯგუფებში მუშაობა
3წთ
5
მე-2 ფაზა: ცოდნის კონსტრუირება:
-ჩვენი მოთხრობა სწორედ სათამაშოს შესახებაა. მისი სათაურია „თოჯინა“, ყურადღებით მოვისმინოთ ტექსტი, გავიაზროთ და გავაანალიზოთ. ა)მასწავლებლის მიერ
ტექსტის კითხვა, ბ)მოსწავლეების მიერ ტექსტის კითხვა
გ) უცნობი სიტყვების ახსნა-„სიტყვის სკივრი“
ჯგუფის მუშაობის განმავითარებელი შეფასება
კითხვა, მსჯელობა, ვერბალური ახსნა.
მთელ კლასთან მუშაობა













ჯგუფებში მუშაობა
სახელმძღვანელო, პატარა ფერადი ფურცლები, საწერკალამი.











სიტყვის სკივრი.



10წთ
6
შეკითხვები კლასს: გამოდის ერთი მოსწავლე, იღებს ყუთიდან შეკითხვას მოთხრობის შესახებ და კითხულობს, მისი ჯგუფი კი პასუხობს. ჯგუფის მუშაობის განმავითარებელი შეფასება
კითხვა-პასუხი.
ჯგუფებში მუშაობა
ყუთი შეკითხვებით.
3წთ
7
კომიქსების საშუალებით მოთხრობის აწყობა
კითხვა, მსჯელობა.
მთელ კლასთან მუშაობა.
http://www.
toondoo.
com/MyToondoo.
toon 
“tondoo” -ში 
დამზადებული ფაზლებად დაჭრილი კომიქსი. ფორმატის ქაღალდი, წებო.
3წთ
8
მუშაობა გრამატიკულ მასალაზე: დაფაზე ვაკრავ 4 სხვადასხვა წინადადებას (თხრობითი, კითხვითი,  ბრძანებითი და ძახილის.) ვარჩევთ მათ, ვმსჯელობთ, ვიწერთ რვეულებში.(თითოეული ჯგუფი 1 წინადადებას)
მსჯელობა, კითხვა, წერა.
მთელ კლასთან მუშაობა.
საწერკალამი, რვეული, ფორმატის ქაღალდზე დაწელილი წინადადებები.
5წთ
9
მე-3 ფაზა:
ცოდნის განმტკიცება:
პრაქტიკული მუშაობა: თოჯინების დამზადება.
ჯგუფის მუშაობის განმავითარებელი შეფასება.
პრაქტიკული მუშაობა.
ჯგუფებში მუშაობა

მუყაოსგან დამზადებული მასალა თოჯინის და მისი ტანსაცმლის შესაქმნელად.
5წთ.
10
შეფასება-შეჯამება;
საშინაო დავალების მიცემა, ლოცვა.
მსჯელობა-დასაბუთება.
ვერბალური ახსნა
მთელ კლასთან მუშაობა.
სახელმძღვანელო, აქტივობის რვეული, შეფასების რუბრიკები
3წთ.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ქართ. II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის
                    სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
ქართ. II. 6. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის
                    მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.
ქართ. II. 7. მოსწავლეს შეუძლია მარტივი ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.

ქართ. II. 8. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი / წაკითხული ტექსტი ან ტექსტის ცალკეული ფრაგმენტი                 
                 გარდაქმნას აზრობრივ ნახატად.
ქართ. II. 9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება.


შეფასება: განმავითარებელი კომენტარი


ზოგადი შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
კარგად
საშალოდ
საჭიროებს განვითარებას
მოსწავლეები იაქტიურებენ და წარმოაჩენენ წინარე ცოდნას
კარგად წარმოაჩენენ წინარე ცოდნას.
მოსწავლეები  შეძლებისდაგვარად იაქტიურებენ და წარმოაჩენენ წინარე ცოდნას
მოსწავლეები ვერ იაქტიურებენ და ვერ წარმოაჩენენ წინარე ცოდნას
კითხულობენენ და აანალიზებენ ტექსტს
გამართულად კითხულობენენ და სწორად აანალიზებენ ტექსტს
კითხულობენენ შეძლებისდაგვარად და უმეტესად სწორად აანალიზებენ ტექსტს
ვერ კითხულობენენ და ვვერ აანალიზებენ ტექსტს
იწერენ  წინადადებებს და მსჯელობენ მათი სახეების შესახებ
უშეცდომოდ იწერენ  წინადადებებს და სწორად მსჯელობენ მათი სახეების შესახებ
უმეტესად სწორად იწერენ  წინადადებებს და შეძლებისდაგვარად მსჯელობენ მათი სახეების შესახებ
შეცდომებით იწერენ  წინადადებებს და ვერ მსჯელობენ მათი სახეების შესახებ
 თეორიულ მასალაზე დაყრდნობით ქმნიან პრაქტიკულ ნამუშევრებს.
 თეორიულ მასალაზე დაყრდნობით მარტივად ქმნიან კარგ პრაქტიკულ ნამუშევრებს.
 თეორიულ მასალაზე დაყრდნობით შეძლებისდაგვარად ქმნიან პრაქტიკულ ნამუშევრებს.
 უჭირთ თეორიულ მასალაზე დაყრდნობით  პრაქტიკული ნამუშევრების შექმნა.

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
კარგად
საშალოდ
საჭიროებს განვითარებას
თანამშრომლობს სხვებთან
ყოველთვის თანამშრომლობს სხვებთან
ძირითადად თანამშრომლობს სხვებთან
ვერ თანამშრომლობს სხვებთან
პატივს სცემს სხვის აზრს
ყოველთვის სცემს პატივს სხვის აზრს
ძირითადად პატივს სცემს სხვის აზრს
პატივს არ სცემს სხვის აზრს
წარმოაჩენს ჯგუფის ნამუშევარს.
კარგად წარმოაჩენს ჯგუფის ნამუშევარს.
შეძლებისდაგვარად წარმოაჩენს ჯგუფის ნამუშევარს.
ვერ წარმოაჩენს ჯგუფის ნამუშევარს.

ხელმოწერა: .კვაბზირიძე
თარიღი:  01.04.2019.




Комментариев нет:

Отправить комментарий