წმინდა
გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის
I კლასის დედის დღისადმი მიძღვნილი პროექტი
პროექტის თემა „დედის დღე“
პროექტის სახელწოდება: „დე, დედიკო დედა“
პროექტის მიზანი: პატარები გააცნობიერებენ, რამდენად
მნიშვნელოვანია დედა ადამიანის ცხოვრებაში, იმსჯელებენ, როგორ უნდა იქცეოდნენ, რომ
დედა გაახარონ და ამაგი დაუფასონ. დედისადმი სიყვარულს და განწყობას გადმოსცემენ
ნახატებში, წარადგენენ დედისადმი მიძღვნილ პრეზენტაციას, შეისწავლიან ლექსებს,
სიმღერებს დედაზე, დაამზადებენ მისალოც ბარათებს.
პროექტის ხანგრძლივობა: 3 დღე
|
პროექტის ხელმძღვანელი |
ფიქრია კვაბზირიძე |
|
პროექტში მონაწილენი |
ფიქრია კვაბზირიძე (კლასის დამრიგებელი), მარიამ თალაკვაძე და I
კლასის მოსწავლეები. |
|
დასაწყისი |
1-ლი მარტი |
|
დასასრული |
3 მარტი |
|
ბიუჯეტი /რესურსები |
თაბახის ფურცლები, ფერადი ქაღალდები, ფერადი ფანქრები, წებო,
მაკრატელი, ინტერნეტი, კომპიუტერი. |
|
მიზანი საით გვსურს წასვლა? რას გვინდა მივაღწიოთ? |
პატარები გააცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია დედა
ადამიანის ცხოვრებაში, იმსჯელებენ, როგორ უნდა იქცეოდნენ, რომ დედა გაახარონ და
ამაგი დაუფასონ. დედისადმი სიყვარულს და განწყობას გადმოსცემენ
ნახატებში, წარადგენენ დედისადმი მიძღვნილ პრეზენტაციას, შეისწავლიან
ლექსებს, სიმღერებს დედაზე, დაამზადებენ მისალოც ბარათებს. |
|
განსახორციელებელი ამოცანები რა უნდა გაკეთდეს? რა დროში? რა თანმიმდევრობით? |
1-ლი მარტი ა)შერჩევა ლექსებისა და სიმღერების ბ)სათაურის მოფიქრება
2 მარტი ა) საჭირო რესურსის მომზადება, შერჩევა. ბ)ვარჯიში ლექსების გამომეტყველებით თქმასა და სიმღერაში.
3 მარტი ა)სიმღერის „დედა, დედიკო“ მოსმენა ბ) საუბარი დედაზე ბ)სიტყვა ,,დედას“ გამოყენებით წინადადებების შედგენა. გ)სიმღერა დედაზე დ)ტექსტის „ჩემი დედა ყველაზე ლამაზია“ კითხვა და ანალიზი კროსვორდის ,,დედიკო მიყვარხარ“ შევსება ე)პრეზენტაციის წარდგენა ვ)მისალოცი ბარათის დამზადება ზ)პროექტის შეჯამება |
|
შედეგი ბოლოს რა შედეგზე გვსურს გასვლა? |
პროექტის შედეგად ბავშვები უფრო მეტად დააფასებენ დედის ამაგს;
ეცდებიან მოიქცნენ უკეთესად, რომ დედა გაახარონ. დედას მიუძღვნიან თავიანთი
ხელით დამზადებულ მისალოც ბარათებს და ნახატებს. დაგეგმილ აქტივობებზე
მუშაობისას განავითარებენ სახელოვნებო და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს. |
|
შეფასება როგორ, რა ინსტრუმენტებით განვსაზღვრავთ, როგორ მიმდინარეობს
მუშაობის პროცესი და გავედით, თუ არა შედეგზე? |
მოვისმენ კოლეგების უკუკავშირს. ასევე გავითვალისწინებ
მოსწავლეთა შეხედულებებსა და თვითშეფასებას. |
01.03. 2021წ
Комментариев нет:
Отправить комментарий