пятница, 19 марта 2021 г.

უჩვეულო ახალი წელი

 

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის პედაგოგის ფიქრია კვაბზირიძის პროექტის გეგმა

 

პროექტის თემაჩვეულო ახალი წელი

 

მნიშვნელობა და აქტუალობა: მხიარული საახალწლო  განწყობის შექმნა, გამომეტყველებითი კითხვის უნარ-ჩვევების დაუფლება, პრეზენტაციისა და ესთეტიური უნარების ფორმირება. 

 

მიზანი და შედეგი:  მხიარული საახალწლო  განწყობის შექმნა, გამომეტყველებითი კითხვის უნარ-ჩვევების დაუფლება. პრეზენტაციისა და ესთეტიური უნარების ფორმირება.

 

რესურსი:  კომპიუტერი, ტელეფონი, მუსიკალური ინსტრუმენტი.

 

სამიზნე ჯგუფი: 1-ლი კლასი

 

დრო: 6 დღე (25-30 დეკემბერი, 2020 წელი)

 

პროექტის ავტორი: ფიქრია კვაბზირიძე

 

პროექტის მსვლელობა:

 

I ეტაპი: (დღე 1-ლი) ვირჩევთ სასურველ თემას, რის შესახებაც იქნება ჩვენი პროექტი. ამ შემთხვევაში შევთანხმდით თემაზე ახალი წელი. მოვიფიქრეთ პროექტის სახელწოდება: ჩვეულო ახალი წელი .ვირჩევთ და განვიხილავთ სასურველ საახალწლო ლექსებს და სიმღერებს.

II ეტაპი: (დღე მე-2) ვსაუბრობთ ახალი წლის შესახებ. მოსწავლეები თავიანთ შეხედულებებს სიკეთისა და მეგობრობის შესახებ გადმოსცემენ; იხსენებენ საკუთარ ცხოვრებისეულ მაგალითებს და  ამ თემაზე შესწავლილ ნაწარმოებებს

III ეტაპი: (დღე მე-3) ვირჩევთ და განვიხილავთ სასურველ საახალწლო ლექსებს და სიმღერებს.

IV ეტაპი: (დღე მე-4) მოსწავლეები კამერის წინ გამომეტყველებით კითხულობენ შერჩეულ ლექსებს, მღერიან სიმღერებს. მშობლები მაწვდიან ჩანაწერებს.

V ეტაპი: (დღე მე-5) ვარჩევთ ელექტრონულ აპლიკაციას საახალწლო ვიდეოების კოლაჟის შესაქმნელად, ვტვირთავთ ვიდეოებს, თან ვურთავთ წარწერებს, მილოცვებს.

VI ეტაპი: (დღე მე-6)   ჩატარებული მუშაობისა და ნამუშევრის პრეზენტაცია

ვაქვეყნებთ გიმნაზიის ვებ-გვერდზე ჩვენს პროექტს

https://www.facebook.com/100005292640583/videos/pcb.1669219189931153/1669216269931445/

      

.კვაბზირიძე

30.12.2020.

Комментариев нет:

Отправить комментарий