გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი: ფიქრია კვაბზირიძე
პირადი ნომერი: --------
საგანი: ბუნებისმეტყველება
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი/ I
მოსწავლეთა რაოდენობა: 22 (სსსმ მოსწავლე არ არის)
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 30 წთ.
გაკვეთილის თემა: „ბუნებრივი და დამზადებული“
გაკვეთილის მიზანი: განასხვავოს ბუნებრივი სხეულები დამზადებულისგან; მონაწილეობა მიიღოს პრაქტიკულ აქტივობებში, შეძლოს ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება და სხეულების შედარება შემადგენელი ნივთიერებების/მასალის მიხედვით.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ე. ს. გ. - ს მოთხოვნებთან:
ბუნ.I.1 მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
ბუნ.I.4 მოსწავლემ უნდა შეძლოს სხეულების შედარება შემადგენელი ნივთიერებების/მასალის თვისებების მიხედვით.
№
| აქტივობის მიზანი და აღწერა | გამოყენებული მეთოდი/ მეთოდები | კლასის ორგანიზების ფორმა/ ფორმები | სასწავლო რესურსები | დრო (წთ) |
1 | საორგანიზაციო საკითხების მოგვარება; ქცევის წესების შეხსენება; | ვერბალური,
კითხვა-პასუხი. | მთელ კლასთან მუშაობა | პლაკატი ქცევის წესებით, უბის წიგნაკი, საწერკალამი. | 2 წთ. |
2 | გაკვეთილის თემის, მიზნის, მიმდინარეობისა და შეფასების სისტემის გაცნობა; | ვერბალური. | მთელ კლასთან მუშაობა | თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული გაკვეთილის გეგმა (შესაბამისი თემით, მიზნებით, აქტივობებით); შეფასების რუბრიკები. | 3 წთ. |
3 | საშინაო დავალების გამოკითხვა, წინარე ცოდნის გააქტიურება: ა)კითხვა-პასუხი: -სად არის გაკრული ჩვენი ქცევის წესები? -მის მარჯვნივ რა არის? -მარცხნივ? -ზევით? -თაროზე რა დევს? -ჩვენს მიერ ჩამოთვლილ საგნებს რა საერთო სახელს ვეძახით? -რას ეწოდება სხეული? -ეს რა სხეულია?(ვაშლის ნახატი) -როგორი სხეულია ვაშლი? (მოსწავლეებს ვაფასებ განმავითარებელი კომენტარით) ბ)ასოციაციური რუკა (ვაშლის ნახატს მივაკრავ დაფაზე და დავახასიათებთ) (მოსწავლეებს ვაფასებ განმავითარებელი კომენტარით) | გონებრივი იერიში
კითხვა-პასუხი:
ასოციაციური რუკა | მთელ კლასთან მუშაობა |
მაგნიტები, პლაკატები სხვადასხვა გამოსახულებით, ფანჯარა, კარი, ჭერი,
ვაშლის ნახატი დაფა, ცარცი, | 5 წთ.
|
4 | ახალი მასალის ახსნა: ა)კითხვა-პასუხი, ასოციაციური რუკა: -ყველა სხეული ასეთია? -როგორი შეიძლება იყოს სხეულები? (თუკი ვინმემ ახსენა ბუნებრივი ან ხელოვნური, გავამახვილებთ ყურადღებას, თუ არა და - თავად ვეტყვი) (მოსწავლეებს ვაფასებ განმავითარებელი კომენტარით) ბ) ვაკრავ დაფაზე სიტყვებს „ბუნებრივი“ და „ხელოვნური“ , ვიმსჯელებთ, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს სიტყვები. გ) მასწავლებლის საუბარი ბუნებრივისა და ხელოვნურის შესახებ. (მოსწავლეებს ვაფასებ განმავითარებელი კომენტარით) |
ასოციაციური რუკა
კითხვა-პასუხი
მსჯელობა
მთელ კლასთან მუშაობა
ვერბალური
|
|
დაფა, ცარცი, . | 6 წთ.
|
5 | წუთშესვენება | ვერბალური |
|
| 1 წთ. |
6 | სახელმძღვანელოში (გვ.74-75 )მოცემული მაგალითების განხილვა და წესის შესწავლა (მოსწავლეებს ვაფასებ განმავითარებელი კომენტარით) | კითხვა,
თხრობა | მთელ კლასთან მუშაობა | სახელმძღვანელო | 4 წთ. |
7 | ცოდნის განმტკიცება: ა) სამუშაო რვ-ში (გვ.93) მოცემული №2 სავარჯიშოების შესრულება (აქვე ვინიშნავთ №1 სავარჯიშოს საშ. დავ.-ად). (მოსწავლეებს ვაფასებ განმავითარებელი კომენტარით) ბ) ყუთში ვყრი ფერად ბარათებს, რომლებზეც ბუნებრივი ან ხელოვნური სხეულები ხატია. მოსწავლე ასახელებს ფერს, მასწავლებელი ყუთიდან იღებს შესაბამის ბარათს და ის ამბობს, ბარათზე გამოსახული სხეული ბუნებრივია თუ ხელოვნური. (მოსწავლეებს ვაფასებ განმავითარებელი კომენტარით) |
წერა, პრაქტიკული მუშაობა.
მსჯელობა
|
ინდივიდუალური მუშაობა |
სამუშაო რვეული, ფერადი ფანქრები.
ნახატებიანი ფერადი ფურცლები, ყუთი. | 5 წთ. |
8 | საშინაო დავალების მიცემა სამუშაო რვ-ში (გვ.93) №1 სახელმძღვანელო (გვ.74-75) | ვერბალური წერა | მთელ კლასთან მუშაობა | დაფა, სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული | 1 წთ |
9 | შეფასება/ თვითშეფასება (მოსწავლეებს ვაფასებ განმავითარებელი კომენტარით) | ვერბალური
| ინდივიდუალური მუშაობა | შეფასების რუბრიკები. | 1 წთ |
10 | გაკვეთილის შეჯამება (მიზნებიდან გამომდინარე) დამშვიდობება | ვერბალური
| მთელ კლასთან მუშაობა | გაკვეთილის გეგმა (შესაბამისი თემით, მიზნებით, აქტივობებით); | 2 წთ |
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლე შეძლებს ბუნებრივი სხეულების განსხვავებას დამზადებულისგან; მონაწილეობს პრაქტიკულ აქტივობებში, ახდენს ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირებას და სხეულების შედარებას შემადგენელი ნივთიერებების/მასალის მიხედვით.
შეფასება: განმავითარებელი კომენტარი
ზოგადი შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები | კარგად | საშუალოდ | საჭიროებს განვითარებას |
მოსწავლე წარმოაჩენს წინარე ცოდნას | კარგად წარმოაჩენს წინარე ცოდნას. | მეტ-ნაკლებად წარმოაჩენს წინარე ცოდნას | უჭირს წინარე ცოდნის წარმოჩენა |
მონაწილეობს პრაქტიკულ აქტივობებში, ავლენს ელემ. კვლევით უნარ-ჩვევებს | ჩართულია პრაქტიკულ აქტივობებში, ავლენს ელემ. კვლევით უნარ-ჩვევებს | ნაწილობრივაა ჩართული პრაქტიკულ აქტივობებში, მეტ-ნაკლებად ავლენს ელემ. კვლევით უნარ-ჩვევებს | უჭირს პრაქტიკულ აქტივობებში ჩართვა და ელემ. კვლევითი უნარ-ჩვევების გამოვლენა |
ადარებს სხეულებს შემადგენელი ნივთიერებების/მასალის მიხედვით | კარგად ახდენს სხეულების შედარებას შემადგენელი ნივთიერებების/ მასალის მიხედვით | შეცდომებით ახდენს სხეულების შედარებას შემადგენელი ნივთიერებების/ მასალის მიხედვით | უჭირს შეადაროს სხეულები შემადგენელი ნივთიერებების/ მასალის მიხედვით |
ასხვავებს ბუნებრივ სხეულებს დამზადებულისგან; | კარგად ასხვავებს ბუნებრივ სხეულებს დამზადებულისგან; | ზოგჯერ უშვებს შეცდომას ბუნებრივი და დამზადებული სხეულების განსხვავებისას; | უჭირს განასხვაოს ბუნებრივი სხეული დამზადებულისგან. |
ხელმოწერა: /ფ.კვაბზირიძე/
თარიღი: 19.03.2021 წელი.
Комментариев нет:
Отправить комментарий