პროექტები


              ანბანის გაცილებას მივუძღვენით ღონისძიება: "დედაენავ, მადლობა! დედაენავ, ნახვამდის!" 
              










პროექტი"ხელმარჯვე ოსტატები"

https://drive.google.com/file/d/1ZmdDE5csNy90nP2gfJle3r0yfQ-3L0mC/view?usp=sharing



პროექტის თემა:  „ხელმარჯვე ოსტატები“
პროექტის მთავარი იდეა: წინასწარ იფიქრებენ და ქმნიან სქემებს, ნახატებს, თუ რომელი ობიექტის დამზადება სურთ.  სხვადასხვა მასალისგან (მუყაო, ფერადი ფურცლები, ნაჭერი, ცელოფანი, პლასტმასი,პლასტელინი) ამზადებენ სხვადასხვა ფორმის გეომეტრიულ ფიგურებს, რომელთა გამოყენებით ქმნიან სასურველ გამოსახულებას, ობიექტს.  
პროექტის აქტუალობა: მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება
პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა სხვადასხვა ხერხით შექმნან სასურველი ფორმის გეომეტრიული ფიგურის მოდელი ან გამოსახულება;
ერთმანეთს შეუთავსონ სხვადასხვა ბრტყელი ფიგურის მოდელები ნიმუშზე მოცემული გამოსახულების/ნახატის მისაღებად;
შეძლოს ობიექტთა ურთიერთმდებარეობის (ზევით, ქვევით, წინ, უკან, მარჯვნივ, მარცხნივ) დასახელება, სიბრტყეზე წერტილების აღნიშნული წესით შეერთება და მარტივ სქემაზე მითითებულ ობიექტამდე გზის მონიშვნა.
მონასწილეთა ასაკი: 7-8 წელი.
სამიზნე ჯგუფი:  1 -ლი კლასი
ვადები/ხანგრძლივობა: 6 დღე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
რომელიმე ხერხით (მაგალითადაპლიკაციით ან ნახატის საშუალებითქმნისდასახელებული ფორმის ბრტყელი ფიგურის მოდელს ან გამოსახულებას;
უთავსებს სხვადასხვა ბრტყელი ფიგურის მოდელებს ერთმანეთს ნიმუშზემოცემული გამოსახულების (ნახატისმისაღებად;
 სწორად პასუხობს კითხვებს ობიექტთა ურთიერთმდებარეობის (მარჯვნივ/მარცხნივზემოთ/ქვემოთწინ/უკანშესახებ, მითითებული წესით აერთებსრამდენიმე წერტილს სიბრტყეზე და მონიშნავს გზას მითითებულობიექტამდე მარტივ სქემაზე.
მოსწავლეთა მიერ დამზადებული მარტივი სქემები, გამოსახულებები (ნახატები) და სხვა ობიექტები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მუყაო, ფერადი ფურცლები, ნაჭერი, ცელოფანი, პლასტმასი,პლასტელინი, კომპიუტერი, პროექტორი, შესაბამისი ინტერნეტ-მასალა 

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მათ. II.6. მოსწავლეს შეუძლია საგნების ან ნახატების/ფიგურების პერიოდული განლაგებების (მიმდევრობების) განვრცობა, წარმოდგენა და ერთმანეთთან შედარება.
მათ. II.8. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი ნიშნების გამოყენება ფიგურების აღსაწერად.
მათ. II.10. მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა ზომების შედარება და დადგენა.
ს.გ.II.5.   მოსწავლეს შეუძლია  მარტივი შრომითი საქმიანობის ელემენტარულ უნარ-ჩვევებ ამომჟღავნება.
ს.გ.II.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევრები, გამოთქვას აზრი და შთაბეჭდილებები საკუთარ და თანაკლასელთა ნაშრომებზე.

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ფიქრია კვაბზირიძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: „demetrepikria@gmail.com”
პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:  https://www.blogger.com/blogger.g?tab=mj&blogID=8102067658694369560#editor/target=post;postID=5365011602784468638;onPublishedMenu=allposts;onClosedMenu=allposts;postNum=5;src=link

პროექტის მსვლელობა:
I აქტივობა: (I დღე)კლასს ვყოფ  3 ჯგუფად,  წინასწარ ჩემს მიერ აბრებზე დაწერილ ჯგუფების სახელწოდებებს  (მაგ: I ჯგუფი: „ მხატვრები“;   II ჯგუფი: „მოქანდაკეები“; III ჯგუფი:                       „დიზაინერები“) ვამაგრებ სათანადოდ გამოყოფილ ადგილებზე, მოსწავლეები კი გადანაწილდებიან ამ ჯგუფებში.
 3-ვე ჯგუფის წევრები  ირჩევენ ობიექტს, თუ რისი დამზადება სურს და ამისათვის რა მასალის გამოყენებას აპირებენ. (მაგ: I ჯგუფმა ფერადი ფურცლებისგან გამოჭრილი გეომეტრიულ ფიგურებისგან უნდა ააწყოს სახლი და დააწებოს ფორმატის ფურცელზე; II ჯგუფმა პლასტელინისგან გამოძერწილი გეომეტრიული ფიგურებისგან უნდა ააწყოს მატარებელი; III ჯგუფმა ფერადი ნაჭრებისგან გამოჭრილი გეომეტრიული ფიგურებისგან ნაჭერზე უნდა ააწყოს და დააწებოს საახალწლო ნაძვის ხე.                      
II აქტივობა: (II დღე)ინტერნეტში წინასწარ მოძიებული შესაბამისი ვიდეო-რგოლების ნახვა.https://www.youtube.com/results?search_query=paper+home+making

III აქტივობა: (III დღე) მოსწავლეები ქმნიან დასამზადებელი ობიექტის ნახატებს, სქემებს.
I ჯგუფი: „ მხატვრები“ ხატავენ სასურველი ფორმის სახლს,
 II ჯგუფი: „მოქანდაკეები“ ხატავენ მატარებელს;
III ჯგუფი: „დიზაინერები“ ხატავენ საახალწლო ნაძვის ხეს.
აღნიშნულ გამოსახულებებს/ნახატებს მოსწავლეები გამოიყენებენ მოდელის სახით.

IV აქტივობა: (IV დღე) მოსწავლეები ამზადებენ, აგროვებენ, არჩევენ  საჭირო მასალებს, ჯგუფის წევრები უზიარებენ საკუთარ ნაშრომებსა და წინადადებებს ერთმანეთს, მსჯელობენ, იღებენ გადაწყვეტილებებს.

V აქტივობა: (V დღე) შეგროვებული მასალების მიხედვით მოსწავლეები ქმნიან სასურველ ობიექტებს.
I ჯგუფი ფერადი ფურცლებისგან გამოჭრილი გეომეტრიულ ფიგურებისგან  აწყობს სახლს და აწებებს ფორმატის ფურცელზე;
II ჯგუფი პლასტელინისგან გამოძერწილი გეომეტრიული ფიგურებისგან აწყობს მატარებელს;
III ჯგუფი ფერადი ნაჭრებისგან გამოჭრილი გეომეტრიული ფიგურებისგან ნაჭერზე აწყობს და აწებებს საახალწლო ნაძვის ხეს.                      
VI აქტივობა: (VI დღე) თითოეული ჯგუფის წევრების მიერ ხდება ჩატარებული მუშაობისა და ნამუშევრის პრეზენტაცია. მოსწავლეები აღწერენ, თუ რა მუშაობა გასწია თითოეულმა პროექტის მომზადებისას, როგორი ჰქონდათ საბოლოოდ პროექტი ჩაფიქრებული და როგორ გაართვეს დაკისრებულ დავალებას თავი, იყო თუ არა ეს პროცესი საინტერესო და სახალისო. ჯგუფები გამოფენენ საკუთარი ნაშრომებს.




პროექტი "რწყილი და ჭიანჭველა"



წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის პედაგოგის ფიქრია კვაბზირიძის 
პროექტის გეგმა

პროექტის თემა:  სიკეთე - „ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო“

პროექტის მთავარი იდეა:   კარგი მკითხველის ჩამოყალიბება; დადებითი განწყობა მწერებისა და შინაური ცხოველების მიმართ; მეგობრობის, თანაგრძნობის, ემპათიის უნარების განვითარება, გაწაფული და გამომეტყველებითი კითხვის უნარ-ჩვევების დაუფლება.
პროექტის აქტუალობა: საზოგადოებაში არსებული აგრესიული ფონი, მოზარდებს შორის ძალადობისა და ანგარიშსწორების ფაქტების მატება, თანაგრძნობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის კლება. 
პროექტის მიზანიმოსწავლემ შეძლოს: 
 სათანადო რეაგირება მასწავლებლის მითითებებზე,  ინსტრუქციების შესრულება. პერსონაჟების ამოცნობამოვლენათა თანმიმდევრობის ამოცნობატექსტში ილუსტრაციის შესაბამისი ეპიზოდის მოძებნა; ტექსტში ავტორისა და პერსონაჟების სიტყვების გარჩევა; დიალოგისა და თხრობის გარჩევა. მცირე ზომის ნაცნობი ტექსტის თავისუფლად კითხვაწინადადების დასრულების გამოხატვა შესაბამისი ინტონაციით.
·        მონასწილეთა ასაკი: 7-8 წელი.

      სამიზნე ჯგუფი: მე-2 კლასი


ვადები/ხანგრძლივობა: 6 დღე (15-22 ნოემბერი, 2018 წელი)

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:

მოსწავლეები სათანადო რეაგირებას მოახდენენ მასწავლებლის მითითებებზე,  შეასრულებენ ინსტრუქციებს, ამოიცნობენ პერსონაჟებს, მოვლენათა თანმიმდევრობას, მოძებნიან ტექსტში ილუსტრაციის შესაბამის ეპიზოდს, განარჩევენ ავტორისა და პერსონაჟების სიტყვებს, დიალოგსა და თხრობას. სეძლებენ მცირე ზომის ნაცნობი ტექსტის თავისუფლად კითხვასწინადადების დასრულებას გამოხატავენ შესაბამისი ინტონაციით.

პლაკატები, კომიქსები, რწყილისა და ჭიანჭველას გამოსახულებით. 

ლექტრონული რესურსი:
https://www.youtube.com/watch?v=u6h9R1xyMNM                  http://www.toondoo.com/MyToondoo.toon


პროექტისთვის საჭირო რესურსი: პროექტორი, პრინტერი, კომპიუტერი, ფორმატის, თაბახის ფურცლები, ფერადი ფურცლები, ცხოველთა გამოსახულებიანი ფოტოები, დეკორაცია მკითხველის თეატრისთვის, ელ. რესურსი: 
https://www.youtube.com/watch?v=u6h9R1xyMNM                  http://www.toondoo.com/MyToondoo.toon


საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ქ.II.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებისა და ინსტრუქციების გაგება
·        
ქ.II.8. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის (ადაპტირებული ზღაპარი) წაკითხვა და გაგება.
·         

 ქ.II.10. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს  ხმამაღალი კითხვის ფლობის ელემენტარული უნარ-ჩვევა.


პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ფიქრია კვაბზირიძე

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: „demetrepikria@gmail.com”


პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: https://www.blogger.com/blogger.g?tab=mj&blogID=8102067658694369560#editor/target=post;postID=3950606880500937931;onPublishedMenu=allposts;onClosedMenu=allposts;postNum=1;src=link



პროექტის მსვლელობა:

I აქტივობა: (დღე 1-ლი) კლასს ვყოფ  4 ჯგუფად: ვიღებ 16 ცალ ფერად სტიკერს, მათგან 4 ერთი ფერისაა და აწერია 1-დან 4- ის ჩათვლით ციფრები, 4 სხვა ფერისაა, მასაც აწერია 1-დან 4-ის ჩათვლით რიცხვები და ა.შ. მოსწავლეები ირჩევენ სტიკერს და ერთნაირი რიცხვის მფლობელები ერთ ჯგუფში ხვდებიან.
ვირჩევთ სასურველ თემას, რის შესახებაც იქნება ჩვენი პროექტი. ამ შემთხვევაში შევთანხმდით თემაზე „სიკეთე“. მოვიფიქრეთ სლოგანი: „ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო“
II აქტივობა: (დღე მე-2) ვსაუბრობთ სიკეთის შესახებ. მოსწავლეები თავიანთ შეხედულებებს სიკეთისა და მეგობრობის შესახებ გადმოსცემენ ნახატებისა და თხზულებების სახით; იხსენებენ საკუთარ ცხოვრებისეულ მაგალითებს და  ამ თემაზე შესწავლილ ნაწარმოებებს.
ვირჩევთ ქართულ ხალხურ ზღაპარს  „რწყილი და ჭიანჭველა“
III აქტივობა: (დღე მე-3) ტექსტის კითხვა და ანალიზი.
IV აქტივობა: (დღე მე-4) მხიარული ვიდეო რგოლის „რწყილი და ჭიანჭველა“ ნახვა.https://www.youtube.com/watch?v=u6h9R1xyMNM
აქტივობა: (დღე მე-5) „toondoo” –s საიტზე ვქმნით კომიქსებს.http://www.toondoo.com/MyToondoo.toon
ვბეჭდავთ შავ-თეთრ ვარიანტს, რომელსაც ვაფერადებთ და ფაზლებად ვჭრით თითოეულ სიუჟეტს.
VI აქტივობა: (დღე მე-6)   ჩატარებული მუშაობისა და ნამუშევრის პრეზენტაცია:
1  .       პლაკატზე დაწერილია სლოგანი   სიკეთე - ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო“.  
         ვაწებებთ მოსწავლეების მიერ შექმნილ ჩანახატებს, ნახატებს.
2  .       დაფაზე გაკრულია ფოტო-მასალას, რომელიც გადაღებულია ვიდეო-რგოლის ნახვისას.
3  .       პლაკატზე თითოეული ჯგუფი სიუჟეტებად ააწყობს  კომიქსს „რწყილი და  
         ჭიანჭველა“, რომლებიც წინასწარ გავაფერადეთ და დავჭერით ფაზლებად.
4  .       დამსწრეებს წარვუდგენთ მკითხველის თეატრს, ინსცენირება „რწყილი და ჭიანჭველა“











     
ფ.კვაბზირიძე
19.1



პროექტი "სოკოს ქვეშ"
(წარმოდგენა თოჯინების თეატრისთვის)


წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის პედაგოგის ფიქრია კვაბზირიძის სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის თემა„სოკოს ქვეშ“

მნიშვნელობა და აქტუალობა: მოსწავლეებში დახმარებისა და მეგობრობის გრძნობის გაღვივება.

მიზანი და შედეგი: მოსწავლეები სათანადო ინტონაციით გადმოსცემენ მცირე ზომის ნაცნობ ტექსტს, თოჯინების დახმარებით მოგვითხრობენ საინტერესო ამბავს სხვადასხვა პერსონაჟების მონაწილეობით, დაფიქრდებიან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების მნიშვნელობაზე. 

  • ·         განარჩევს ტექსტში ავტორისა და პერსონაჟების სიტყვებს;
  • ·         განარჩევს დიალოგსა და თხრობას.
  • ·         თავისუფლად კითხულობს მცირე ზომის ნაცნობ ტექსტს;
  • ·         წინადადების დასრულებას გამოხატავს შესაბამისი ინტონაციით.


      რესურსი: მაგნიტოფონი, მუს. დისკი, ხელნაკეთი თოჯინები, დეკორაცია თოჯინების  
                     თეატრისთვის.

სამიზნე ჯგუფი: მე-2 კლასი

დრო: 7 დღე (10-18 აპრილი)

პროექტის ავტორი: ფიქრია კვაბზირიძე

პროექტის მსვლელობა:

I ეტაპი: (დღე 1-ლი, 10.04) იაპონური ზღაპრის „სოკოს ქვეშ“ გაცნობა, განხილვა, დასწავლა.
II ეტაპი:  (დღე მე-2, 11.04) ნაწარმოების მიხედვით როლების განაწილება, ვარჯიში როლურ კითხვაში.
III ეტაპი:  (დღე მე-3, 12.04) მასწავლებლის დახმარებით საჭირო დეკორაციის, აპლიკაციების, აფიშის, მოსაწვევების დამზადება.
IV ეტაპი:  (დღე მე-4, 15.04) მუსიკალური ნომრების შერჩევა-დამუშავება.
V ეტაპი:  (დღე მე-5, 16.04) აფიშის გაკვრა, მოსაწვევების დარიგება.
VI ეტაპი:  (დღე მე-6, 17.04) „სცენის“ მომზადება, რეპეტიცია.
VII ეტაპი:  (დღე მე-7, 18.04) ჩატარებული მუშაობისა და თოჯინების თეატრის სპექტაკლის  წარდგენა.


ფიქრია კვაბზირიძე-ს ფოტო.



ფიქრია კვაბზირიძე-ს ფოტო.







ფიქრია კვაბზირიძე-ს ფოტო.





ფიქრია კვაბზირიძე-ს ფოტო.


ფიქრია კვაბზირიძე-ს ფოტო.


19.04.2019



Комментариев нет:

Отправить комментарий