четверг, 2 августа 2018 г.

პროექტი"ხელმარჯვე ოსტატები"

https://drive.google.com/file/d/1ZmdDE5csNy90nP2gfJle3r0yfQ-3L0mC/view?usp=sharing



პროექტის თემა:  „ხელმარჯვე ოსტატები“
პროექტის მთავარი იდეა: წინასწარ იფიქრებენ და ქმნიან სქემებს, ნახატებს, თუ რომელი ობიექტის დამზადება სურთ.  სხვადასხვა მასალისგან (მუყაო, ფერადი ფურცლები, ნაჭერი, ცელოფანი, პლასტმასი,პლასტელინი) ამზადებენ სხვადასხვა ფორმის გეომეტრიულ ფიგურებს, რომელთა გამოყენებით ქმნიან სასურველ გამოსახულებას, ობიექტს.  
პროექტის აქტუალობა: მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება
პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა სხვადასხვა ხერხით შექმნან სასურველი ფორმის გეომეტრიული ფიგურის მოდელი ან გამოსახულება;
ერთმანეთს შეუთავსონ სხვადასხვა ბრტყელი ფიგურის მოდელები ნიმუშზე მოცემული გამოსახულების/ნახატის მისაღებად;
შეძლოს ობიექტთა ურთიერთმდებარეობის (ზევით, ქვევით, წინ, უკან, მარჯვნივ, მარცხნივ) დასახელება, სიბრტყეზე წერტილების აღნიშნული წესით შეერთება და მარტივ სქემაზე მითითებულ ობიექტამდე გზის მონიშვნა.
მონასწილეთა ასაკი: 7-8 წელი.
სამიზნე ჯგუფი:  1 -ლი კლასი
ვადები/ხანგრძლივობა: 6 დღე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
რომელიმე ხერხით (მაგალითად, აპლიკაციით ან ნახატის საშუალებით) ქმნის დასახელებული ფორმის ბრტყელი ფიგურის მოდელს ან გამოსახულებას;
უთავსებს სხვადასხვა ბრტყელი ფიგურის მოდელებს ერთმანეთს ნიმუშზე მოცემული გამოსახულების (ნახატის) მისაღებად;
 სწორად პასუხობს კითხვებს ობიექტთა ურთიერთმდებარეობის (მარჯვნივ/მარცხნივ, ზემოთ/ქვემოთ, წინ/უკან) შესახებ, მითითებული წესით აერთებს რამდენიმე წერტილს სიბრტყეზე და მონიშნავს გზას მითითებულ ობიექტამდე მარტივ სქემაზე.
მოსწავლეთა მიერ დამზადებული მარტივი სქემები, გამოსახულებები (ნახატები) და სხვა ობიექტები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მუყაო, ფერადი ფურცლები, ნაჭერი, ცელოფანი, პლასტმასი,პლასტელინი, კომპიუტერი, პროექტორი, შესაბამისი ინტერნეტ-მასალა https://www.youtube.com/results?search_query=paper+home+making

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მათ. II.6. მოსწავლეს შეუძლია საგნების ან ნახატების/ფიგურების პერიოდული განლაგებების (მიმდევრობების) განვრცობა, წარმოდგენა და ერთმანეთთან შედარება.
მათ. II.8. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი ნიშნების გამოყენება ფიგურების აღსაწერად.
მათ. II.10. მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა ზომების შედარება და დადგენა.
ს.გ.II.5.   მოსწავლეს შეუძლია  მარტივი შრომითი საქმიანობის ელემენტარულ უნარ-ჩვევებ ამომჟღავნება.
ს.გ.II.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევრები, გამოთქვას აზრი და შთაბეჭდილებები საკუთარ და თანაკლასელთა ნაშრომებზე.

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ფიქრია კვაბზირიძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: „demetrepikria@gmail.com”
პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:  https://www.blogger.com/blogger.g?tab=mj&blogID=8102067658694369560#editor/target=post;postID=5365011602784468638;onPublishedMenu=allposts;onClosedMenu=allposts;postNum=5;src=link

პროექტის მსვლელობა:
I აქტივობა: (I დღე)კლასს ვყოფ  3 ჯგუფად,  წინასწარ ჩემს მიერ აბრებზე დაწერილ ჯგუფების  სახელწოდებებს  (მაგ: I ჯგუფი: „ მხატვრები“;   II ჯგუფი: „მოქანდაკეები“; III ჯგუფი:                       „დიზაინერები“) ვამაგრებ სათანადოდ გამოყოფილ ადგილებზე, მოსწავლეები კი გადანაწილდებიან ამ ჯგუფებში.
 3-ვე ჯგუფის წევრები  ირჩევენ ობიექტს, თუ რისი დამზადება სურს და ამისათვის რა  მასალის გამოყენებას აპირებენ. (მაგ: I ჯგუფმა ფერადი ფურცლებისგან გამოჭრილი გეომეტრიულ ფიგურებისგან უნდა ააწყოს სახლი და დააწებოს ფორმატის ფურცელზე; II ჯგუფმა პლასტელინისგან გამოძერწილი გეომეტრიული ფიგურებისგან უნდა ააწყოს მატარებელი; III ჯგუფმა ფერადი ნაჭრებისგან გამოჭრილი გეომეტრიული ფიგურებისგან ნაჭერზე უნდა ააწყოს და დააწებოს საახალწლო ნაძვის ხე.                      
II აქტივობა: (II დღე)ინტერნეტში წინასწარ მოძიებული შესაბამისი ვიდეო-რგოლების ნახვა. https://www.youtube.com/results?search_query=paper+home+making

III აქტივობა: (III დღე) მოსწავლეები ქმნიან დასამზადებელი ობიექტის ნახატებს, სქემებს.
I ჯგუფი: „ მხატვრები“ ხატავენ სასურველი ფორმის სახლს,
 II ჯგუფი: „მოქანდაკეები“ ხატავენ მატარებელს;
III ჯგუფი: „დიზაინერები“ ხატავენ საახალწლო ნაძვის ხეს.
აღნიშნულ გამოსახულებებს/ნახატებს მოსწავლეები გამოიყენებენ მოდელის სახით.

IV აქტივობა: (IV დღე) მოსწავლეები ამზადებენ, აგროვებენ, არჩევენ  საჭირო მასალებს, ჯგუფის წევრები უზიარებენ საკუთარ ნაშრომებსა და წინადადებებს ერთმანეთს, მსჯელობენ, იღებენ გადაწყვეტილებებს.

V აქტივობა: (V დღე) შეგროვებული მასალების მიხედვით მოსწავლეები ქმნიან სასურველ ობიექტებს.
I ჯგუფი ფერადი ფურცლებისგან გამოჭრილი გეომეტრიულ ფიგურებისგან  აწყობს სახლს და აწებებს ფორმატის ფურცელზე;
II ჯგუფი პლასტელინისგან გამოძერწილი გეომეტრიული ფიგურებისგან აწყობს მატარებელს;
III ჯგუფი ფერადი ნაჭრებისგან გამოჭრილი გეომეტრიული ფიგურებისგან ნაჭერზე აწყობს და აწებებს საახალწლო ნაძვის ხეს.                      
VI აქტივობა: (VI დღე) თითოეული ჯგუფის წევრების მიერ ხდება ჩატარებული მუშაობისა და ნამუშევრის პრეზენტაცია. მოსწავლეები აღწერენ, თუ რა მუშაობა გასწია თითოეულმა პროექტის მომზადებისას, როგორი ჰქონდათ საბოლოოდ პროექტი ჩაფიქრებული და როგორ გაართვეს დაკისრებულ დავალებას თავი, იყო თუ არა ეს პროცესი საინტერესო და სახალისო. ჯგუფები გამოფენენ საკუთარი ნაშრომებს.



Комментариев нет:

Отправить комментарий