ცოდნის ზეიმი

ახალი 2017-2018 სასწავლო წლის დაწყება ზეიმით აღინიშნა წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში. გიმნაზიას ტრადიციულად სტუმრობდა რექტორი: ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე და ქალაქის ხელმძღვანელობა.
ეს დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო 31 პატარასათვის, რადგან ისინი პირველად მობრძანდნენ ჩვენს გიმნაზიაში მოსწავლის სტატუსით. მიუხედავად ამისა, თამამად წაგვიკითხეს ლექსები, ყურადღებით მოისმინეს მილოცვები და ხალისით შეუდგნენ სასწავლო პროცესს.

Комментариев нет:
Отправить комментарий