დედის დღე საბავშვო ბიბლიოთეკაში
2018 წლის 2 მარტს დედის დღესთან დაკავშირებით წყალტუბოს საბავშვო ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა ლიტერატურული ღონისძიება, რომელიც მომზადდა ბიბლიოთეკის თანამშრომლებისა და წმ. ბაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის პედაგოგების: ფიქრია კვაბზირიძისა და ნინო ლობჯანიძის ერთობლივი ძალისხმევით, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მე-6 და მე-2 კლასის მოსწავლეებმა ღირსეულად წარმოაჩინეს ქართველი მწერლების მიერ დედისადმი მიძღვნილი ლექსები, ჩანახატები. მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიმბოლური საჩუქრებით. ეს დღე სასიამოვნო და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა როგორც მონაწილეებისთვის, ისე დამსწრე საზოგადოებისთვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий