понедельник, 19 ноября 2018 г.

პროექტი "რწყილი და ჭიანჭველა"


წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის პედაგოგის ფიქრია კვაბზირიძის 
პროექტის გეგმა

პროექტის თემასიკეთე„ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო“

პროექტის მთავარი იდეა:   კარგი მკითხველის ჩამოყალიბება; დადებითი განწყობა მწერებისა და შინაური ცხოველების მიმართ; მეგობრობის, თანაგრძნობის, ემპათიის უნარების განვითარება, გაწაფული და გამომეტყველებითი კითხვის უნარ-ჩვევების დაუფლება.
პროექტის აქტუალობა: საზოგადოებაში არსებული აგრესიული ფონი, მოზარდებს შორის ძალადობისა და ანგარიშსწორების ფაქტების მატება, თანაგრძნობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის კლება. 
პროექტის მიზანიმოსწავლემ შეძლოს: 
 სათანადო რეაგირება მასწავლებლის მითითებებზე,  ინსტრუქციების შესრულება. პერსონაჟების ამოცნობამოვლენათა თანმიმდევრობის ამოცნობატექსტში ილუსტრაციის შესაბამისი ეპიზოდის მოძებნა; ტექსტში ავტორისა და პერსონაჟების სიტყვების გარჩევა; დიალოგისა და თხრობის გარჩევა. მცირე ზომის ნაცნობი ტექსტის თავისუფლად კითხვაწინადადების დასრულების გამოხატვა შესაბამისი ინტონაციით.

·        მონასწილეთა ასაკი: 7-8 წელი.

      სამიზნე ჯგუფი: მე-2 კლასი

ვადები/ხანგრძლივობა: 6 დღე (15-22 ნოემბერი, 2018 წელი)

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:

მოსწავლეები სათანადო რეაგირებას მოახდენენ მასწავლებლის მითითებებზე,  შეასრულებენ ინსტრუქციებს, ამოიცნობენ პერსონაჟებს, მოვლენათა თანმიმდევრობას, მოძებნიან ტექსტში ილუსტრაციის შესაბამის ეპიზოდს, განარჩევენ ავტორისა და პერსონაჟების სიტყვებს, დიალოგსა და თხრობას. სეძლებენ მცირე ზომის ნაცნობი ტექსტის თავისუფლად კითხვასწინადადების დასრულებას გამოხატავენ შესაბამისი ინტონაციით.

პლაკატები, კომიქსები, რწყილისა და ჭიანჭველას გამოსახულებით. 

ლექტრონული რესურსი:
https://www.youtube.com/watch?v=u6h9R1xyMNM                  http://www.toondoo.com/MyToondoo.toon


პროექტისთვის საჭირო რესურსი: პროექტორი, პრინტერი, კომპიუტერი, ფორმატის, თაბახის ფურცლები, ფერადი ფურცლები, ცხოველთა გამოსახულებიანი ფოტოები, დეკორაცია მკითხველის თეატრისთვის, ელ. რესურსი: 
https://www.youtube.com/watch?v=u6h9R1xyMNM                  http://www.toondoo.com/MyToondoo.toon

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ქ.II.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებისა და ინსტრუქციების გაგება
·        
ქ.II.8. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის (ადაპტირებული ზღაპარი) წაკითხვა და გაგება.
·         

 ქ.II.10. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს  ხმამაღალი კითხვის ფლობის ელემენტარული უნარ-ჩვევა.

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ფიქრია კვაბზირიძე

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: „demetrepikria@gmail.com”


პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: https://www.blogger.com/blogger.g?tab=mj&blogID=8102067658694369560#editor/target=post;postID=3950606880500937931;onPublishedMenu=allposts;onClosedMenu=allposts;postNum=1;src=link



პროექტის მსვლელობა:

I აქტივობა: (დღე 1-ლი) კლასს ვყოფ  4 ჯგუფად: ვიღებ 16 ცალ ფერად სტიკერს, მათგან 4 ერთი ფერისაა და აწერია 1-დან 4- ის ჩათვლით ციფრები, 4 სხვა ფერისაა, მასაც აწერია 1-დან 4-ის ჩათვლით რიცხვები და ა.შ. მოსწავლეები ირჩევენ სტიკერს და ერთნაირი რიცხვის მფლობელები ერთ ჯგუფში ხვდებიან.
ვირჩევთ სასურველ თემას, რის შესახებაც იქნება ჩვენი პროექტი. ამ შემთხვევაში შევთანხმდით თემაზე „სიკეთე“. მოვიფიქრეთ სლოგანი: „ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო“
II აქტივობა: (დღე მე-2) ვსაუბრობთ სიკეთის შესახებ. მოსწავლეები თავიანთ შეხედულებებს სიკეთისა და მეგობრობის შესახებ გადმოსცემენ ნახატებისა და თხზულებების სახით; იხსენებენ საკუთარ ცხოვრებისეულ მაგალითებს და  ამ თემაზე შესწავლილ ნაწარმოებებს.
ვირჩევთ ქართულ ხალხურ ზღაპარს  „რწყილი და ჭიანჭველა“
III აქტივობა: (დღე მე-3) ტექსტის კითხვა და ანალიზი.
IV აქტივობა: (დღე მე-4) მხიარული ვიდეო რგოლის „რწყილი და ჭიანჭველა“ ნახვა. https://www.youtube.com/watch?v=u6h9R1xyMNM
აქტივობა: (დღე მე-5) „toondoo” –s საიტზე ვქმნით კომიქსებს. http://www.toondoo.com/MyToondoo.toon
ვბეჭდავთ შავ-თეთრ ვარიანტს, რომელსაც ვაფერადებთ და ფაზლებად ვჭრით თითოეულ სიუჟეტს.
VI აქტივობა: (დღე მე-6)   ჩატარებული მუშაობისა და ნამუშევრის პრეზენტაცია:
1  .       პლაკატზე დაწერილია სლოგანი  -  სიკეთეძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო“.  
         ვაწებებთ მოსწავლეების მიერ შექმნილ ჩანახატებს, ნახატებს.
2  .       დაფაზე გაკრულია ფოტო-მასალას, რომელიც გადაღებულია ვიდეო-რგოლის ნახვისას.
3  .       პლაკატზე თითოეული ჯგუფი სიუჟეტებად ააწყობს  კომიქსს „რწყილი და  
         ჭიანჭველა“, რომლებიც წინასწარ გავაფერადეთ და დავჭერით ფაზლებად.
4  .       დამსწრეებს წარვუდგენთ მკითხველის თეატრს, ინსცენირება „რწყილი და ჭიანჭველა“
     
ფ.კვაბზირიძე
19.11.2018წ.

Комментариев нет:

Отправить комментарий