ფიქრია კვაბზირიძის
გაკვეთილის
გეგმა
ქართულ ენასა და ლიტერატურაში
II კლასი
მთავარი თემა:
|
„ლომი და თაგვი“ -„მადლი
ჰქენი, გზად დადევი, გაიარე წინ დაგხვდება“
|
ესგ-ს შედეგები/ ინდიკატორები:
|
ისტ I. 3. მოსწავლეს შეუძლია ისტ პროდუქტის შესაქმნელი
·
ქმნის თავისი ასაკობრივი ჯგუფისათვის შესაბამისი ციფრული ფორმატის პროდუქტს როგორც ინდივიდუალურად, აგრეთვე თანაკლასელებთან ერთად; ასევე მასწავლებლის ან მშობლის დახმარებით (მაგალითად, გარემოს დაცვის შესახებ პროექტის დამხმარე, თვალსაჩინო მასალა).
ქართ. II.
2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და
გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა
სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
· აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ თხრობას;
· ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათს გარეგნობას, თვისებებს);
· გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ
· (მომწონს / არ მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა; კეთილია, გონიერია და
ა.შ.)
· გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟის ქმედებით აღძრულ ემოციებს (მაგ.,
გამაკვირვა, შემეცოდა და ა. შ.);
ქართ. II.3. მოსწავლეს შეუძლია აქტიური
ლექსიკისა და
ძირითადი
ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
ქართ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.
· ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი
წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის ტექსტებს (კითხვის
ტექნიკის დაუფლების ხელშეწყობის მიზნით შედგენილ ტექსტებს, საბავშვო ლექსებს,
გამოცანებს, ანდაზებს, ენის გასატეხებს, ფრაგმენტებს მოთხრობებიდან,
იგავ-არაკებსა და სხვ.); ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ ნიშნებთან;
· აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას;
· პოულობს და კითხულობს ტექსტში მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილებს.
ქართ. II. 6. მოსწავლეს
შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის
მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და
გაგება.
|
გაკვეთილის მიზნები:
|
· მოსწავლემ შეძლოს:
·
იგავის სათაურის ლოგიკურად დაკავშირება ცხოვრებისეულ
გამოცდილებასთან, სხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებთან, მხატვრულ
ფილმებთან და სხვა.
·
მოსწავლემ
შეძლოს კითხვის სტრატეგიების გამოყენება იგავ-არაკის შინაარსის
ზუსტად, დეტალურად გაგებისათვის.
·
მოსწავლემ
შეძლოს იგავ-არაკის პერსონაჟებზე, მათ ქმედებებზე დაკვირვებით იგავის
მორალის სწორად ამოცნობა და ყველა შესაბამისი დასკვნის გამოტანა.
·
ელექტრონული რესურსების გამოყენება სასწავლო პროცესში.
|
წინასწარი ცოდნა:
|
მოსწავლე
უნდა ფლობდეს კითხვის სტრატეგიებს, შეეძლოს პერსონაჟების დასახელება,
მსჯელობა, ლექსიკური ერთეულების სათანადოდ გამოყენება, ელექტრონულ მასალაზე მუშაობა.
|
გაკვეთილის მსვლელობა:
|
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება:
გაკვეთილის მიზნის გაცნობა. ( 2 წთ)
გამოწვევა: (10
წთ)
1 აქტივობა: „საზიარო დაფ“-ის
საშუალებით მოსწავლეები გამოხატავენ თავიანთ განწყობას დღევანდელი გაკვეთილისადმი
„ღიმილების“ გამოყენებით.
https://padlet.com/demetrepikria/557h6dsu5un0 (2 წთ.)
2 აქტივობა:
კლასი იყოფა 4 ჯგუფად: 16 ცალი
სტიკერი დევს მაგიდაზე, მათგან 4 სტიკერს აწერია ციფრი -1 , 4-ს აწერია ციფრი
- 2, 4-ს - ციფრი 3 და 4-ს ციფრი 4. მოსწავლეები ირჩევენ სასურველ სტიკერს ისე, რომ
ვერ ხედავენ, რა ციფრი აწერია მეორე მხარეს. 1-ანები სხდებიან პირველ ჯგუფში, 2-ანები
- მეორე ჯგუფში და ა. შ.
თითოეულ ჯგუფში მოსწავლეები ტექსტის სათაურზე დაყრდნობით გამოთქვამენ
ვარაუდებს ამ ტექსტის შინაარსის შესახებ, წერენ მცირე ზომის თხზულებებს და აკეთებენ
პრეზენტაციას. (5 წთ)
3 აქტივობა:
მასწავლებელი დაფაზე აკრავს ლომისა და თაგვის ფოტოებს და ასოციაციური
რუკის გამოყენებით მოსწავლეები ასახელებენ თითოეულის თვისებებს. (3 წთ)
შინაარსის რეალიზება:
(16 წთ)
4 აქტივობა: ტექსტის
პაუზებით კითხვა
და ანალიზი: (8 წთ)
ვკითხულობთ ტექსტს პირველ პაუზამდე:
ლომს
ტყეში ეძინა.
თაგვმა ტანზე
გადაურბინა. ლომმა
გამოიღვიძა და
დაიჭირა თაგვი.
თაგვმა უთხრა:
- გამიშვი და
გაჭირვებაში დაგეხმარები.
ლომმა გულიანად
გაიცინა და
გაუშვა თაგვი.
კითხვები: როგორი განწყობა გაქვთ
წაკითხვის შემდეგ?
როგორ ფიქრობთ,
რატომ გაიცინა
ლომმა?
რაიმე საშიშროება
ხომ არ
ელის რომელიმე
ცხოველს?
ვკითხულობთ ტექსტს მეორე პაუზამდე:
გავიდა
ხანი. მონადირეებმა
ლომი დაიჭირეს
და თოკით
ხეზე მიაბეს:
უნდოდათ, მერე
მისულიყვნენ და
ცოცხალი წაეყვანათ.
მონადირეები რომ
წავიდნენ, ლომმა
საშინელი ღრიალი
მორთო.
კითხვები: რა მოხდება მოთხრობის
ამ ნაწილში?
რას განიცდით
ლომის მიმართ?
რა ელის
ლომს?
ვკითხულობთ ტექტის მესამე , ბოლო ნაწილს:
თაგვს
შემოესმა ლომის
ხმა, მიცუცუნდა,
გადაღრნა თოკი,
გაათავისუფლა ლომი
და უთხრა: -გახსოვს, რომ
დამცინე? ახლა
ხომ ხედავ,
რომ პატარა
თაგვსაც შესძლებია
დახმარება დიდი
და ძლიერი
ლომისაო.
კითხვები: როგორ
მოგეწონათ მოთხრობის
დასასრული?
ელოდით ასეთ
დასასრულს?
რომელიმე თქვენგანის
შედგენილი ამბავი
ხომ არ
ჰგავს ამ
მოთხრობას?
5 აქტივობა: ელექტრონული
საიტზე შექმნილი ანიმაციის „ლომი და თაგვი“ ნახვა პროექტორის საშუალებით.
6 აქტივობა: მოსმენილისა და
წაკითხულის მიხედვით „toondoo” - ს ელექტრონული
საიტზე http://www.toondoo.com/MyToondoo.toon
წინასწარ შექმნილ კომიქსს „ლომი
და თაგვი“ მასწავლებელი ფურცლებზე ამობეჭდილი და პაზლებად დაჭრილი სახით ურიგებს
კლასს და თითოეულ ჯგუფს სთხოვს, დაფაზე გაკრულ დიდ პლაკატზე თანმიმდევრულად ააწყონ
პაზლები ისე, რომ არ გაწყდეს ნაწარმოების სიუჟეტური ხაზი. (3 წთ)
7 აქტივობა:
პლაკატზე აწყობილი ტექსტის გუნდური კითხვა.
(2წთ)
რეფლექსია: (7 წთ)
8 აქტივობა:
თითოეულმა ჯგუფმა იმსჯელოს და შემდეგ გაუზიაროს კლასს, თუ რა დასკვნა გამოიტანეს
დღევანდელი გაკვეთილიდან! (3 წთ)
9 აქტივობა: “learning
apps” -ის საიტზე მასწალებლის მიერ
წინასწარ შედგენილი სავარჯიშოს შესრულება: https://learningapps.org/display?v=poceqrnc318
საშინაო დავალების
მიცემა. (შექმენით იგავის "ლომი და თაგვი" ყდა toondoo - ს საიტზე.)
შეფასება - განმავითარებელი კომენტარი.
|
შეფასების საგანი (კრიტერიუმები):
|
თითოეული აქტივობის შემდეგ
განმავითარებელი შეფასება როგორც ჯგუფის, ისე ინდივიდუალური.
|
საჭირო რესურსები:
|
ფერადი სტიკერები, პროექტორი,
კომპიუტერები, პლაკატი, წებო, თაბახის ფურცლები, სახელმძღვანელოები, საწერკალამი,
დაფა, ცარცი.
https://padlet.com/demetrepikria/557h6dsu5un0
|
შ ე ფ ა ს ე ბ ი ს კ რ ი
ტ ე რ ი უ მ ე ბ ი
|
||||
იგავის სათაურს
მართებულად, ლოგიკურად
აკავშირებს
ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან,
სხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებთან, მხატვრულ ფილმებთან და
სხვა.
|
იგავის სათაურს
უმეტესად მართებულად და
ლოგიკურად
აკავშირებს
ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან,
სხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებთან, მხატვრულ ფილმებთან და სხვა.
|
იგავის სათაურს
ლოგიკურად
აკავშირებს
ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან,
სხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებთან, მხატვრულ ფილმებთან და სხვა.
თუმცა ხშირად უშვებს შეცდომებს.
|
იგავის სათაურს
ნაწილობრივ აკავშირებს
ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან,
სხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებთან, მხატვრულ ფილმებთან და სხვა. |
იგავის სათაურს
ლოგიკურად ვერ აკავშირებს
ცხოვრებისეულ
გამოცდილებასთან, სხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებთან, მხატვრულ ფილმებთან და სხვა. |
შეუძლია კითხვის
სტრატეგიების სათანადოდ გამოყენება იგავ-არაკის შინაარსის ზუსტად, დეტალურად
გაგებისათვის.
|
უმეტეს
შემთხვევაში სათანადოდ შეუძლია კითხვის სტრატეგიების გამოყენება
იგავ-არაკის შინაარსის ზუსტად, დეტალურად გაგებისათვის.
|
შეუძლია კითხვის
სტრატეგიების გამოყენება იგავ-არაკის შინაარსის ზუსტად, დეტალურად გაგებისათვის,
მაგრამ ხშირად უშვებს შეცდომებს.
|
შეუძლია კითხვის
სტრატეგიების ნაწილობლივ გამოყენება იგავ-არაკის შინაარსის ზუსტად, დეტალურად
გაგებისათვის.
|
არ შეუძლია
დამოუკიდებლად კითხვის სტრატეგიების გამოყენება იგავ-არაკის შინაარსის ზუსტად, დეტალურად გაგებისათვის. |
შეუძლია იგავ-არაკის
პერსონაჟებზე, მათ ქმედებებზე დაკვირვებით იგავის მორალის სწორად ამოცნობა და
ყველა შესაბამისი დასკვნის გონივრულად გამოტანა.
|
უმეტესად
შეუძლია იგავ-არაკის პერსონაჟებზე, მათ ქმედებებზე დაკვირვებით
იგავის მორალის სწორად ამოცნობა და ყველა შესაბამისი დასკვნის გამოტანა.
|
შეუძლია იგავ-არაკის
პერსონაჟებზე, მათ ქმედებებზე დაკვირვებით იგავის მორალის სწორად ამოცნობა და
ყველა შესაბამისი დასკვნის გამოტანა, ხშირად უშვებს შეცდომებს.
|
შეუძლია იგავ-არაკის
პერსონაჟებზე, მათ ქმედებებზე დაკვირვებით იგავის მორალის ნაწილობრივ ამოცნობა
და შესაბამისი დასკვნის შეძლებისდაგვარად გამოტანა.
|
არ შეუძლია
დამოუკიდებლად იგავ-არაკის პერსონაჟებზე, მათ ქმედებებზე დაკვირვებით იგავის მორალის სწორად ამოცნობა და ყველა შესაბამისი დასკვნის გამოტანა. |
შეუძლია
ელექტრონული
რესურსების მართებულად, მიზანმიმართულად გამოყენება სასწავლო პროცესში.
|
უმეტესად
შეუძლია ელექტრონული
რესურსების გამოყენება სასწავლო პროცესში.
|
შეუძლია
ელექტრონული
რესურსების გამოყენება სასწავლო პროცესში, ხშირად
უშვებს შეცდომებს.
|
შეუძლია
ელექტრონული
რესურსების ნაწილობრივ გამოყენება სასწავლო პროცესში.
|
არ შეუძლია
დამოუკიდებლად ელექტრონული
რესურსების გამოყენება სასწავლო პროცესში.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий