გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის
სახელი,
გვარი:
ფიქრია კვაბზირიძე
საგანი:
ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების
საფეხური/კლასი: დაწყებითი, IIბ
კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 16 (სსსმ მოსწავლე
კლასში არ არის)
გაკვეთილის
თემა:
„ჭიანჭველა და ფუტკარი“
- იაკობ გოგებაშვილი
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს:
ტექსტის მოსმენა,
მოსმენილი ტექსტის შინაარსის გადმოცემა. ტექსტზე დაყრდნობით პერსონაჟების
დახასიათება, საკუთარი დამოკიდებულების, ემოციების გამოხატვა პერსონაჟისა და მისი
მოქმედების მიმართ. მითითებული სიტყვების მოძიება ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში.
ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით მცირე ზომის ტექსტის შექმნა. პერსონაჟის შერჩევა და
საკუთარი ინტერპრეტაციით ნახატის შექმნა. იგავური
ტექსტის წაკითხვა და გაგება
მთლიანად და როლებში.
N
|
აქტივობის
აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო
და
ტექნიკური
რესურსები
|
დრო(წთ)
|
1
|
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, გაკვეთილის მიზნის გაცნობა. საშინაო
დავალების (ფუტკრისა და ჭიანჭველას შესახებ ინფორმაციის მოძიება) შემოწმება, კლასის
4 ჯგუფად დაყოფა ფერადი სტიკერების მიხედვით, რომელთაც უკან აწერია 1-დან 4-მდე ციფრები
და ერთად ხვდებიან ერთნაირი ციფრის მფლობელები.
|
პრეზენტაცია პროექტორით, ფლიპჩარტით.
|
მთელ კლასთან მუშაობა
|
პროექტორი, ფლიპჩარტი, საკლასო ჟურნალი, საწერკალამი.
|
3წთ.
|
2
|
A ფაზა:
პროექტორზე „padlet.com” - ის გამოყენებით
ჩნდება შემდეგი დავალება: „გთხოვთ, შეადგინოთ მოკლე თხზულება ანდაზის „ბუზი ყველა ბზუისო,
ფუტკართან ყველა ტყუისო“ მიხედვით!“
მოსწავლეები ახდენენ თხზულებების პრეზენტაციას. ნაშრომებს ვაკრავთ თვალსაჩინო
ადგილას.
|
გონებრივი იერიში
წერა,
პრეზენტაცია.
|
ჯგუფური მუშაობა.
|
თაბახის ფურცლები, საწერკალამი, წებო ან ჭიკარტები. პროექტორი, კომპიუტერი.
|
7წთ
|
3
|
გავიხსენოთ, ფუტკარზე ნანახი მულტფილმი ან
მოსმენილი სიმღერა.
რომან
რცხილაძის კლიპის „ფუტკარი“ პროექტორით ნახვა.
|
გონებრივი იერიში
პროექტორით პრეზენტაცია
|
მთელ კლასთან მუშაობა
|
კომპიუტერი, პროექტორი
|
3წთ
|
4
|
ვიხსენებთ,
რა ვიცით ფუტკრების შესახებ?
გარდა ფუტკრებისა, კიდევ რომელი მწერები ვიცით?
რა ვიცით ჭიანჭველას შესახებ?
|
კითხვა-პასუხი
|
მთელ კლასთან მუშაობა
|
კომპიუტერი, პროექტორი
|
3წთ
|
5
|
ვენის დიაგრამა- ჭიანჭველასა და ფუტკრის შედარებითი დახასიათება. (დაფაზე
ვაკრავ ფუტკრისა და ჭიანჭველას სურათებს გვერდიგვერდ).
|
კითხვა-პასუხი, მსჯელობა, წერა
|
მთელ კლასთან მუშაობა
|
დაფა, ცარცი, ჭიანჭველასა და
ფუტკრის სურათები.
|
2წთ
|
6
|
B ფაზა:
ტექსტის გამომეტყველებით კითხვა “toondoo”
-ს საიტზე დამზადებული კომიქსების მიხედვით.
უცნობი სიტყვების ახსნა „სიტყვების სკივრი“-ს დახმარებით. (ფერად სტიკერზე
ჩაწერენ უცნობ სიტყვებს და ერთად დავაწერინებთ მნიშვნელობას. ვყრით სიტყვების სკივრში).
|
კითხვა
|
ინდივიდუალური მუშაობა
მთელ კლასთან მუშაობა
|
ფერადი სტიკერები. საწერკალამი,
კომიქსების ამობეჭდილი ასლები.
„სიტყვების სკივრი“.
|
7წთ
|
7
|
მკითხველის თეატრი
|
როლური თამაში
|
წყვილებში მუშაობა
|
ქართული ენის სახელმძღვანელო (ვ.როდონაია
“ქართული ენა“ გვ.34)
|
5 წთ
|
8
|
C
ფაზა:
შეკითხვები კლასს:
-რას ჩივის ჭიანჭველა?
-რას პასუხობს ფუტკარი?
-თქვენი აზრით რომელი მწერია მართალი და რატომ?
-გაკვეთილის დასწყისში მოყვანილი ანდაზა რამდენად შეესაბამება
შესწავლილ ტექსტს?
-თუ დაემთხვა რომელიმე მოსწავლის ნააზრევი ჩვენს ტექსტს?
|
კითხვა-პასუხი, მსჯელობა.
|
ინდივიდუალური მუშაობა,
მთელ კლასთან მუშაობა
|
3 წთ
|
|
9
|
“learningApps”-ში
დამზადებული და სავარჯიშოს შესრულება ფურცლებზე.
|
ინდივიდუალური მუშაობა
|
პროექტორი, საწერკალამი, თაბახის ფურცლები.
|
3 წთ
|
|
10
|
შეფასება
|
განმავითარებელი კომენტარი
|
ფასდება მუშაობა წყვილებში, ჯგუფებში, ინდივიდუალურად.
|
2 წთ
|
|
11
|
საშინაო დავალების მიცემა: გააფერადეთ და
ააწყვეთ ფაზლებად დაჭრილი კომიქსი.
|
ინსტრუქციის მიცემა
|
მთელ კლასთან მუშაობა
|
2 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ქართ.II.2.
მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ
თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები გამოხატოს თავისი
დამოკიდებულება.
ა) უპასუხოს შეკითხვებს წაკითხულ ტექსტთან
დაკავშირებით;
ბ) ამოიცნოს პერსონაჟის ემოციური მდგომარეობა;
გ) მონაწილეობა მიიღოს პერსონაჟის ჯგუფურ
დახასიათებაში;
დ) მონაწილეობა მიიღოს ტექსტის სახელდახელო ინსცენირებაში,
აირჩიოს როლის შესატყვისი ინტონაცია და ჟესტ-მიმიკა;
ე) შეაფასოს წაკითხული( მოეწონა/არ მოეწონა);
ვ) შეაფასოს პერსონაჟი და მისი საქციელი(
კეთილია/ბოროტია; კარგად მოიქცა/ცუდად მოიქცა და ა.შ.).
ქართ.II.6.
მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის
მოძიება,მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.
ქართ.II.8.
მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი/წაკითხული ტექსტის ცალკეული ფრაგმენტი
გარდაქმნას აზრობრივ ნახატად.
ქართ.II.11.
მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის
ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
შეფასება:
განმავითარებელი კომენტარით ფასდება ინდივიდუალური, წყვილებში და ჯგუფური
მუშაობა წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით.
შ
ე ფ ა ს ე ბ ი ს კ რ ი ტ ე რ ი უ მ ე ბ
ი
|
||||
ყურადღებით ისმენს, ყოველთვის სწორად იგებს (მთლიანად, როლებში) მცირე ზომის ტექსტს და ზუსტად
გადმოსცემს მოსმენილის შინაარსს.
|
ძირითადად ისმენს, სწორად იგებს (მთლიანად, როლებში) მცირე ზომის ტექსტს
და მოსმენილის შინაარსის გადმოსცემისას ზოგჯერ
უშვებს შეცდომებს.
|
ისმენს, უმეტესად იგებს (მთლიანად, როლებში) მცირე ზომის ტექსტს და შეძლებისდაგვარად
სწორად გადმოსცემს მოსმენილის შინაარსს.
|
უყურადღებოდ ისმენს, უჭირს მცირე ზომის ტექსტის სწორად გაგება და მოსმენილის
შინაარსის სათანადოდ გადმოცემა.
|
უჭირს მოისმინოს, ვერ იგებს მცირე ზომის ტექსტს და ვერ გადმოსცემს მოსმენილის
შინაარსს.
|
სწორად ახასიათებს პერსონაჟებს, სათანადოდ აფასებს მათ საქციელსა და
ზუსტად გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.
|
ძირითადად სწორად ახასიათებს პერსონაჟებს და აფასებს მათ საქციელს, უმეტესად ზუსტად გამოხატავს
თავის დამოკიდებულებას.
|
შეძლებისდაგვარად სწორად ახასიათებს პერსონაჟებს და აფასებს მათ საქციელს,
შეძლებისდაგვარად გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.
|
ნაწილობრივ ახასიათებს პერსონაჟებს, უჭირს სათანადოდ შეაფასოს მათი საქციელი
და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება თამამად.
|
ძირითადად ვერ ახასიათებს პერსონაჟებს, ვერ აფასებს მათ საქციელსა და
ვერ გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.
|
ყოველთვის პოულობს მითითებულ სიტყვებს ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში,
კარგად შეუძლია მათი გამოყენებით მცირე ზომის ტექსტის შექმნა.
|
ძირითადად პოულობს მითითებულ სიტყვებს ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში,
ხშირ შემთხვევაში შეუძლია მათი გამოყენებით მცირე ზომის ტექსტის შექმნა.
|
ნელა პოულობს მითითებულ სიტყვებს ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში, მათი
გამოყენებით მცირე ზომის ტექსტის შექმნისას უშვებს შეცდომებს.
|
ზოგჯერ პოულობს მითითებულ სიტყვებს ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში, უჭირს
მათი გამოყენებით მცირე ზომის ტექსტის შექმნა.
|
ვერ პოულობს მითითებულ სიტყვებს ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში, არ შეუძლია
მათი გამოყენებით მცირე ზომის ტექსტის შექმნა.
|
ხელმოწერა: ფ.კვაბზირიძე
თარიღი: 22.11.2018წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий