пятница, 23 ноября 2018 г.

გაკვეთილის გეგმა "ჩემო კარგო ქვეყანა"

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ფიქრია კვაბზირიძის მიერ დაგეგმილი საჩვენებელი გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა.
"ჩემო კარგო  ქვეყანავ"
საგნი.
პედაგოგი
ქართული ენა და ლიტერატურა,
ფიქრია კვაბზირიძე.
სწავლების საფეხური.
კლასი.
დაწყებითი საფეხური.
   V კლასი.
მოსწავლეთა პროფილი.
16 მოსწავლე.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის.
გაკვეთილის მიზანი:
გაბმული მეტყველების უნარ-ჩვევათა ფორმირება, დიალოგი ისტორიულ გმირთან,
კითხვისა და წერის სტრატეგიების დაუფლება, სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა, კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა.
მისაღწევი შედეგი ე.ს.გ-ს მიხედვით.

სტანდარტთან შესაბამისობა ქართ.V. 2, 4, 6, 11

ქართ. V. 2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.
·         მიზნის შებამისად ირჩევს სასაუბრო (ეტიკეტური დიალოგების) და მხატვრულ (განცდებსა და შთაბეჭდილებებზე საუბრის) სტილს;
·         კითხვის დასმის, თხოვნის, ბრძანების, გრძნობების გადმოცემის დროს იცავს სიტყვათა რიგს და ამ მოდალობებისთვის დამახასიათებელ ინტონაციას.
ქართ. V. 4. მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი.
·         ისმენს მხატვრულ ნაწარმოებს (ლექსს, ნოველას, მოთხრობას) და გამოხატავს საკუთარ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს;
·         საუბრობს პოეტურ ნაწარმოებში გამოხატულ განწყობაზე;
·         მონაწილეობს ლიტერატურული ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიაში, გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას   ამა თუ იმ პერსონაჟის მიმართ;
·         ასახელებს სხვადასხვა თვალსაზრისით მისთვის საინტერესო ადგილებს ტექსტიდან.
ქართ. V. 6.  მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის საწყისი უნარ-ჩვევები.

·         ხმამაღლა, გამართულად და გამომეტყველებით უკითხავს თანაკლასელებს შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი  ტექსტიდან;
·         ცდილობს დაიცვას შესაბამისი ინტონაცია სხვადასხვა მოდალობის წინადადების წარმოთქმის დროს;
ქარ. V. 11.  მოსწავლეს შეუძლია ტექსტის ვერბალური და არავერბალური ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება, ინტერპრეტირება და მსჯელობა მათს   ურთიერთმიმართებაზე; აქვს მედიაწიგნიერების საწყისი უნარ-ჩვევები.
·         ქმნის წაკითხული ან მოსმენილი ტექსტის ილუსტრაციას/ილუსტრაციებს (შესაძლებელია, კომპიუტერული გრაფიკული რედაქტორის გამოყენებით);
წინარე ცოდნა.
მოსწავლეები ფლობენ წერის, კითხვის სტრატეგიებს, მსჯელობის, საკუთარი აზრისა დაფიქსირების, მართლწერის, მართლმეტყველების, პრეზენტაციის უნარებს.
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი.
მისალმება. პროექტორის საშუალებით გაკვეთილის მიზნის, შეფასების რუბრიკის გაცნობა. საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. 2წთ.

A-ფაზა: გამოწვევა.

აქტივობა 1.
სიმღერის "ჩემო კარგო ქვეყანავ" მოსმენა; 2 წთ.
აქტივობა 2.
კითხვა-პასუხი ჩვენი ქვეყნის შესახებ; 1 წთ.
აქტივობა 3.
ლექსის "ამირანი" მხატვრული კითხვა. 2 წთ.

B.-ფაზა: ცოდნის კონსტრუირება.

აქტივობა 4.
საუბარი მოსწავლეებისთვის ნაცნობი გამოჩენილი ქართველების (დავით აღმაშენებელი, ერეკლე მეფე, გიორგი სააკაძე, ლუარსაბ II, მღვდელი თევდორე თავდადებული) შესახებ.
ა) დავით აღმაშენებელი
·         კითხვა-პასუხი:
-რა იცით დავით აღმაშენებლის შესახებ?
-როდის მეფობდა?
-როგორი მეფე იყო?
-რატომ უწოდეს აღმაშენებელი?
-რომელი ბრძოლები გადაიხადა?
-როდის მოხდა დიდგორის ბრძოლა?
-ვის ებრძოდნენ ქართველები?
-რამდენი მეომარი ყავდათ მოწინააღმდეგეებს?
-ვინ გაიმარჯვა დიდგორის ბრძოლაში?
-რამ განაპირობა ქართველთა გამარჯვება?
·         შესწავლილი ტექსტის "დიდგორის ბრძოლა" თხრობა; 
·         მოსწავლეთა მიერ მოპოვებული ინფორმაციის პრეზენტაცია პროექტორის დახმარებით;
·         ლექსის "ფეხი დამადგით" მხატვრული კითხვა.

ბ) ერეკლე მეფე
·         კითხვა-პასუხი:
-რა იცით ერეკლე მეფის შესახებ?
-როდის მეფობდა?
-როგორი მეფე იყო?
-რატომ უწოდეს პატარა კახი?
-რომელი ბრძოლები გადაიხადა?
-როდის მოხდა კრწანისის ბრძოლა?
-ვის ებრძოდნენ ქართველები?
-რამდენი მეომარი ყავდათ მოწინააღმდეგეებს?
-ვინ გაიმარჯვა კრწანისის ბრძოლაში?
-რამ განაპირობა მტრის გამარჯვება?
·         შესწავლილი ტექსტის "ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები" თხრობა;
·          მოსწავლეთა მიერ მოპოვებული ინფორმაციის პრეზენტაცია პროექტორის დახმარებით;
·         ლექსის "კრწანისის ყაყაჩოები" მხატვრული კითხვა.
გ) გიორგი სააკაძე, ლუარსაბ II,
მღვდელი თევდორე თავდადებული

·         კითხვა-პასუხი:
-რა იცით გიორგი სააკაძის შესახებ?
-როდის მოღვაწეობდა?
-რა უწოდეს ქართველებმა?
-ვინ იყო ამ დროს ქართლის მეფე?
-რა იცით ლუარსაბ II -ის შესახებ?
-როდის მეფობდა?
-როგორი მეფე იყო?
-რომელი ბრძოლები გადაიხადა გიორგი სააკაძესთან ერთად?
-როდის მოხდა ტაშისკარის ბრძოლა?
-ვის ებრძოდნენ ქართველები?
-ვინ გაიმარჯვა ტაშისკარის ბრძოლაში?
-რამ განაპირობა ქართველთა გამარჯვება?
-რა იცით თევდორე მღვდლის შესახებ?
-როგორ შეაფასებდით მის საქციელს?

·         შესწავლილი ტექსტის "თავდადებული მღვდელი თევდორე" თხრობა;
·          მოსწავლეთა მიერ მოპოვებული ინფორმაციის პრეზენტაცია პროექტორის დახმარებით;
25 წთ.
აქტივობა 5.
წერილის მიწერა სახელგანთქმული წინაპრისათვის, წერილის ადრესატს მოსწავლეები ირჩევენ სურვილისამებრ.
მოსწავლეთა მიერ საკუთარი წერილების კლასისთვის გაცნობა.
                                                     7 წთ.
C ფაზა: რეფლექსია.


აქტივობა 6.
გაკვეთილის შეჯამება:
სქემის "რა ვიცოდი, რა გავიგე, რა მაინტერესებს" შევსება.
საუბარი გაკვეთილის საინტერესო მომენტების შესახებ.
                                     4 წთ.

აქტივობა 7.
მოსწავლეთა შეფასება განმავითარებელი კომენტარებითა და განმსაზღვრელი ქულებით.

საშინაო დავალების მიცემა:
 თხზულების "ჩემი საქართველ" წერა.
                                         2 წთ.
შეფასებასების ფორმა:
განმავითარებელი და  განმსაზღვრელი.
შეფასების რუბრიკები
წერის შეფასების რუბრიკა:

 საპრეზენტაციო უნარების შეფასების რუბრიკა:

გამოყენებული სასწავლო მასალა და რესურსები.
სახელმძღვანელო,რვეული,კალამი,დაფა,ცარცი,კომპიუტერი.
პროექტორი, ფერადი წებოვანი ფურცლები.

                                                     


პედაგოგის (ფ. კვაბზირიძის) თვითშეფასების ცხრილი


კრიტერიუმები / ქულები
1
2
3
1
გაკვეთილის მიზანი გასაგები, კონკრეტული და რეალისტური იყო.



2
აქტივობები ემსახურებოდა მიზნის მიღწევას.



3
გაკვეთილის დაწყება იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას.



4
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა ხელს უწყობდა მიზნის მოღწევას.



5
გამოყენებული რესურსები იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას და  აქტიურ ჩართვას  საგაკვეთილო პროცესში.



6
შეფასების შედეგად მიღებული შედეგები შეესაბამებოდა მიზანს.



7
გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები


8
გაკვეთილზე ისტ-ის გამოყებება  ემსახურებოდა მიზნის მიღწევას



9
გაკვეთილი ხელს უწყობდა ზედა სააზროვნო დონეების განვითარებას

     

10
ჩემი საუბარი არ აჭარბებდა მოსწავლეთა საუბარს.


11
ვიჩენდი ყველა მოსწავლისადმი თანაბარ ყურადღებას.


10
გაკვეთილზე მივაღწიე დასახულ მიზანს



                                           1 იშვიათად,    2. ხშირად  3. ყოველთვის

Комментариев нет:

Отправить комментарий